IMI-ის მიერ საქართველოში აკრედიტებული პირველი მედიაციის კურსი დასრულდა

IMI-ის მიერ საქართველოში აკრედიტებული პირველი მედიაციის კურსი დასრულდა

საქართველოში Resolve-ის ორგანიზებით მედიატორთა ასოციაციისა და მედიაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (IMI) მიერ აკრედიტირებული მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამა წარმატებით ჩატარდა.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სფეროს 13-მა წარმომადგენელმა, მათ შორის იურისტებმა, HR და კომუნიკაციების მენეჯერებმა, რომლებმაც  ეფექტიანი კომუნიკაციისა და ინტერესებზე დაფუძნებული დავების გადაწყვეტის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.

კურსი აკრედიტებულია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ და კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, მიმართონ როგორც IMI-ს, ისე საქართველოს მედიატორთა ასოციაციას მედიატორის სტატუსის მისაღებად.

კურსდამთავრებულთა შეფასებები:

„ტრენინგმა სრულიად ახალი პერსპექტივა დამანახა დავების მართვაში და ინტერესებზე ფოკუსირების მნიშვნელობა გამოკვეთა.“ - რუსა ჭკუასელი, BLC.

„მივიღე პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მუშაობს როგორც მედიაციაში, ისე მოლაპარაკებებში და პირად ცხოვრებაშიც.“ - მარიამ მესხია, Grata International.

„ტრენინგმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა - მასწავლა უკეთ მოსმენა და სხვების პერსპექტივის დანახვა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა.“ - თინათინ შალამბერიძე.

დაგვიკავშირდით