მისია და ფასეულობები

მისია და ფასეულობები

 

Resolve არის არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა 2020 წელს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დავების პრევენციას, მათ ეფექტიან მართვასა და მოგვარებას.

უთანხმოება, დავა, კონფლიქტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხშირად, კონფლიქტი, ღირებული ინფორმაციის გაგებისა და შესაბამისად, უფრო დიდი რისკების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ამდენად, ცხოვრების ყველა ასპექტში, პირადში თუ საქმიანში, ჩვენი განწყობა, წარმატება და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩავერთვებით დავაში (კონფლიქტში) და როგორ შევძლებთ მის მართვასა და მოგვარებას.

Resolve დაფუძნდა იმ რწმენით, რომ პრობლემისა თუ დავის მხარეს (ის, ვინც ჩართულია დავაში) აქვს მისი მოგვარების საუკეთესო რესურსი. ეს რესურსი გამოვლინდება თუკი შესაძლებელი იქნება მხარეებს შორის დიალოგისა და მოლაპარაკების პროცესის ეფექტიანი წარმართვა.

ამას გარდა, ადამიანებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ზრდის, წინსვლისა და წარმატებისთვის, ადამიანებს შორის ნდობის დასამყარებლად და მათი წარმატებული თანამშრომლობისთვის; უფრო ფართო მასშტაბით კი - საზოგადოებრივი სიმშვიდისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

კომუნიკაციის ეფექტიანობაში კი ადამიანებს ეხმარებათ:

  • შესაბამისი უნარების მქონე მესამე ნეიტრალური პირის ჩართვა
  • უნარების გამომუშავება
  • ორგანიზაციული სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციის სისტემური ხარვეზების პრევენციას ან აღმოფხვრას

აქედან გამომდინარე, Resolve-ის საქმიანობა სამ მიმართულებას მოიცავს:

  • ერთი მხრივ, Resolve-ის გუნდი თავად არის აღჭურვილი უნარებით და ერთვება შეხვედრებში, მოლაპარაკებებში თუ დავებში ფასილიტატორის თუ მედიატორის როლში;
  • მეორე მხრივ, რეზოლვი შეიმუშავებს და ახორციელებს ტრენინგებს, რომელთა მეშვეობით ადამიანები აღიჭურვებიან მათ საჭიროებებზე მორგებული უნარებით;
  • მესამე მხრივ, კი, Resolve-ი ახორციელებს კვლევებს დავების პრევენციის, მართვისა და გადაწყვეტის მიმართულებით, როგორც კერძო და საჯარო პირებისთვის, ისე ფართო საზოგადოების მასშტაბით (დაკმვეთის ინტერესებიდან გამომდინარე), შეიმუშავებს რეკომენდაციებს, უწევს რჩევებს და სურივლის შემთხვევაში ერთვება რეკომენდაციების დანერგვის პროცესში.

დაგვიკავშირდით