
ვინ ვართ ჩვენ
Resolve აერთიანებს ადამიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ უთანხმოება, დავა, კონფლიქტი, შეიძლება იყოს ღირებული თუკი ჩვენი მიდგომა მათ გადასაჭრელად იქნება ეფექტიანი.
ჩვენი ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია არა იმაზე, გვექნება თუ არა კონფლიქტი, არამედ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდებით მათ.
Resolve-ის დამფუძნებლები არიან სოფო ტყემალაძე და სოფო ჩაჩავა. ორივე სოფო 2011 წლიდან არის ჩართული მედიაციის განვითარებაში საქართველოში. ორივე მათგანს სჯერა იმ მისიისა და ფასეულობების, რომლებიც საფუძვლად უდევს Resolve-ს. ორივე მათგანი აკრედიტებული მედიატორი და ამჟამად სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრია. მათ საერთო ღირებულებებს და გამოცდილებებს ავსებს თითოეულის განსხვავებული გამოცდილება, განსაკუთრეუბლი უნარები და პიროვნულობა.


დაგვიკავშირდით