ტრენინგები და ღონისძიებები
Resolve-ის დამფუძნებლები გამოცდილი და საერთაშორისოდ აღიარებული ტრენერები არიან. მათ ერთობლივად და ცალ-ცალკე აქვთ შექმნილი და განხორციელებული ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების მრავალი კურსი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.
თითოეული ტრენინგ პროგრამის შემუშავება ხდება თქვენი რესურსებისა და კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე.
ჩატარებული ტრენინგები:
- ეფექტიანი მოლაპარაკებები (საბაზისო, გაძლიერებული)
- რთული საუბრები სამსახურებრივ გარემოში
- უკუკავშირის მიღება და გაცემა
- მედიატორის უნარები (საბაზისო, გაძლიერებული)
- მხარეთა წარმომადგენლობა მედიაციაში (იურისტებისთვის)
- კომუნიკაცია მომჩივნებთან
- პრობლემების გადაჭრა
- ტრენერთა ტრენინგი
გარდა ამისა, ჩვენ განვავითარებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ახალ ტრენინგ პროგრამას, მეთოდოლოგიას და მასალებს. დაგვიკავშირდით!