კვლევა და კონსულტაცია
Resolve-ის დამფუძნებლები გამოცდილი და საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან, რომელთაც ერთობლივად და ცალ-ცალკე განხორციელებული აქვთ არაერთი კვლევა დავების პრევენციის, მოგვარების, ისევე როგორც დავების გადაწყვეტის არსებული სისტემების (ასევე კანონმდებლობის) შეფასების თუ ახლის შექმნის მიზნით. ~Resolve-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მის დამფუნებლებს გააჩნიათ როგორც მდიდარი პროფესიული პრაქტიკა, ისე აკადემიური კვალიფიკაცია, და ამასთან კვლევების ჩატარებისა და ანგარიშების შედგენის გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
თითოეული კვლევის შემუშავება ხდება კლიენტის რესურსებისა და კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე. კვლევა შესაძლებელია იყოს შიდა ორგანიზაციული და კონფიდენციალური, რომელიც ორგანიზაციაში დავების წარმოშობისა თუ მოგვარების თვალსაზრისით არსებული სისტემური თუ ინდივიდუალური გამოწვევების იდენტიფიცირებაზე და მათი მოგვარების გზების გამოვლინებაზე იქნება ორიენტირებული. კვლევა ასევე შესაძლებელია იყოს საჯარო, ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. ამგვარი კვლევის მიზანი დავის პრევენციისა თუ მოგვარების გზების შესახებ ფართო საზოგადოების, დაინტერესებული წრეების ინფორმირებაა.
კონრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, კვლევა შეიძლება დაეფუძნოს როგორც სამაგიდე ისე ინტერვიუირების მეთოდებს. კვლევის შედეგად იდენტიფიცირდება არსებული გამოწვევები და მუშავდება ალტერნატიული რეკომენდაციები მათი ეფექტიანი გადაჭრის მიზნით. სურვილის შემთხვევაში, Resolve-ი მზადაა ჩაერთოს კონკრეტული რეკომენდაციების იმპლემენტაციაში, იქნება ეს შესაბამის პირთა გადამზადება, ორგანიზაციაში სისტემური ცვლილების გატარება (მაგ, სპეციალური რგოლის ფორმირება, რომელიც დავების მოგვარებისა თუ პრევენციის ეფექტიან მექანიზმს დანერგავს ორგანიზაციაში), ა.შ.
Resolve-ის დამფუძნებლები წამყვანი ექსპერტები იყვნენ „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში, ისევე როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის „მედიაციის პროგრამის“ შემუშავებაში. მათ წამყვანი როლი აქვთ მედიატორთა ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური წარმოების წესების შექმნაში. Resolve-მა ასევე შეიმუშავა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC-ის) მედიაციისა და ფასილიტაციის წესები, ისევე როგორც ონლაინ წარმოების პროტოკოლი. ამდენად, Resolve-ი მზად არის გაუწიოს დაინტერესებულ პირებს კონსულტაციები საკანონმდებლო/რეგულირების შემუშავებასთან თუ ცვლილებებთან დაკავშირებით.
მოგვმართეთ!